Tbilisi Style 21Tbilisi Style 21

Tbilisi Style 21

4 სცენა

Tbilisi Style 21-ისა და Qvevri-ის ერთობლივ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 4 უნიკალური სცენა, რომლებიც ქმნიან სრულ მუსიკალურ გამოცდილებას , სხვადასხვა ენერგიით, სტილითა და ატმოსფეროთი უკვე ცნობილია ორი მთავარი სივრცე: Qvevri Stage და Main Stage, რომლებიც ფესტივალის გულს წარმოადგენენ. მათთან ერთად, ფესტივალი კიდევ ორ განსაკუთრებულ სცენას აერთიანებს:Live Corner, ცოცხალი შესრულების სივრცე Live Corner არის ადგილი, სადაც მუსიკა ცოცხლდება აქ გამოვლენ არტისტები, რომლებიც საკუთარ მუსიკას ადგილზე ქმნიან და რეალურ დროში გადმოსცემენ ემოციას, ენერგიას და ხასიათსეს სივრცე არ არის უბრალოდ სცენა, ეს არის გამოცდილება მათთვის, ვინც მუსიკას არა მხოლოდ უკრავს, არამედ მასში ცხოვრობს, Live Corner-ზე წარმოდგენილი არტისტები,ფესტივალს, დაამახსოვრებენ თავიანთი პროფესიონალიზმით, შრომით და მუსიკისადმი ღრმა სიყვარულიყოველი დღის მანძილზე სცენაზე წარდგება 3 დიჯეი. Future Generation Stage მომავალი თაობის მეოთხე სცენა მთლიანად ეძღვნება ახალ თაობას, ახალგაზრდა დიჯეებსა და ამომავალ არტისტებს, მთელი მსოფლიოდანაქ შეხვდებით ახალ ტალანტებს, რომლებიც ჯერ კარიერის დასაწყისში არიან, მაგრამ უკვე ატარებენ იმ ენერგიას, რომელსაც დიდ სცენამდე მიჰყავსეს არის სივრცე მათთვის, ვინც ჯერ ფართო აუდიტორიისთვის უცნობია, მაგრამ უკვე მზად არიან საკუთარი ნიჭითა და შრომით დაიმკვიდრონ ადგილი ელექტრონულ სცენაზეTbilisi Style 21 ამ სცენით აძლევს შესაძლებლობას ახალგაზრდა არტისტებს, პირველად გამოვიდნენ დიდ ფესტივალზე, გაიზარდონ და გადადგან პირველი ნაბიჯები დიდი მუსიკალური გზისკენფესტივალზე მომავალი თაობის სცენაზე ყოველ დღე გვეყოლება 5 დიჯეი. ეს ოთხი სცენა ერთად ქმნის ერთ მთლიან სამყაროს, სადაც გამოცდილება, ცოცხალი მუსიკა და ახალი თაობის ენერგია ერთ ფესტივალად ერთიანდება.
ბილეთების ყიდვა
0:00--:--